ავტორიზაცია

არც ბრუნო და არც KDB - რიო ფერდინანდმა პრემიერ ლიგის საუკეთესო ნახევარმცველი დაასახელა

არც ბრუნო და არც KDB - რიო ფერდინანდმა პრემიერ ლიგის საუკეთესო ნახევარმცველი დაასახელა
თარიღი 09 ნოე 2021, 14:10

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილმა მცველმა, რიო ფერდინანდმა, ინგლისის პრემიერ ლიგის საუკეთესო ნახევარმცველი დაასახელა.

ინგლისელ ექს-მცველს საუკეთესოდ არც კევინ დე ბრუინი მიაჩნია და არც ბრუნო ფერნანდეში, რომელთაც ხშირად ადარებენ ერთმანეთს. ფერდინანდმა „ვესტ ჰემის“ საყრდენი შუახაზელი დეკლან რაისი აირჩია.

„ალბათ, რაისი დღეს ჩემპიონატის საუკეთესო ნახევარმცველია. ის მატჩებში დომინირებს და ძალიან ჭკვიანურად მოქმედებს, თამაშს დიდებულად მართავს და მის რითმს ცვლის.

როცა „ვესტ ჰემში“ ვთამაშობდი, მიმაჩნდა რომ უფრო მაღლა შემეძლო ასვლა. ვფიქრობდი, რომ უფრო მაღალ დონეზე ასვლის შესაძლებლობა მექნებოდა.

ახლა მეჩვენება, რომ დეკლანიც ასე ფიქრობს. თუმცა, რატომ უნდა წავიდეს ამჟამად „ვესტ ჰემიდან“? გუნდი მესამე ადგილზეა. გარდა ამისა, მისი შეძენისთვის დიდი ფულის დახარჯვა მოგიწევთ.“ - აღნიშნა რიომ.