ავტორიზაცია

მოურინიოს რომას გაძლიერება სურს და თვალი პრემიერ ლიგის ორ ფეხბურთელს დაადგა

მოურინიოს რომას გაძლიერება სურს და თვალი პრემიერ ლიგის ორ ფეხბურთელს დაადგა
თარიღი 09 ნოე 2021, 14:20

„რომას“ მთავარ მწვრთნელს, ჟოზე მოურინიოს, ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს გუნდის გაძლიერება სურს.

Football Italia-ს ინფორმაციით, მოურინიოს 3-4 ფეხბურთელის დამატება სურს და თვალი პრემიერ ლიგისკენ უჭირავს.

კერძოდ, პორტუგალიელ სპეციალისტს „ჩელსიდან“ რუბენ ლოფტუს-ჩიკის და „ტოტენჰემიდან“ ჰარი უინქსის დამატება უნდა.

გარდა ამისა, „რომასთვის“ პრიორიტეტულად რჩება „გლადბახის“ საყრდენის, დენის ზაქარიას ტრანსფერი, რომელსაც ზაფხულში გუნდთან კონტრაქტი ეწურება და მისით ბევრი სხვა კლუბიც ინტერესდება, ამიტომ „რომასთვის“ მისი გადაბირება ადვილი არ იქნება.

გავრცელებული ინფორმაციით, გაუარესებული შედეგების ფონზე, მოურინიო გუნდის გასულ ზაფხულს შესრულებული სამუშაოთი საშინლად უკმაყოფილოა და ამჟამინდელი შემადგენლობით მაღალი მიზნებისთვის ბრძოლა რეალურად არ ეჩვენება.