ავტორიზაცია

"ბაიერნში ლევანდოვსკის შეცვლა შეუძლია, თუმცა უკეთესი ვარიანტიც აქვს", - მათეუსმა დაასახელა გუნდი, სადაც ჰოლანდი უნდა გადავიდეს

"ბაიერნში ლევანდოვსკის შეცვლა შეუძლია, თუმცა უკეთესი ვარიანტიც აქვს", - მათეუსმა დაასახელა გუნდი, სადაც ჰოლანდი უნდა გადავიდეს
თარიღი 09 ნოე 2021, 16:33

მსოფლიო და ევროპის ჩემპიონმა და 1990 წლის ოქროს ბურთის მფლბოელმა, ლოტარ მათეუსმა ივარაუდა, თუ სად უნდა გააგრძელოს კარიერა დორტმუნდის „ბორუსიას“ ფორვარდმა, ერლინგ ჰოლანდმა.

„ჰოლანდს „ბაიერნში“ ლევანდოვსკის შეცვლა შეუძლია. ერთად ისინი არ ითამაშებენ.

თუმცა, ერლინგისთვის გაცილებით მისაღები და სასარგებლო ვარიანტი იქნებოდა მბაპესთან ერთად „რეალში“ გადასვლა.“ - ციტირებს მათეუსის სიტყვებს Marca.

„ბორუსიაში“ გადასვლის შემდეგ, ჰოლანდმა ბუნდესლიგის 49 მატჩში 49 გოლი გაიტანა, მიმდინარე სეზონში კი მან ტრავმამდე 10 მატჩი ჩაატარა და 13 გოლი შეაგდო. 

კილიან მბაპეს ამ სეზონის ბოლოს „პსჟ-სთან“ კონტრაქტი ეწურება და თუ მხარეები გახანგრძლივებაზე ვერ შეთანხმდნენ, ფეხბურთელი გუნდს თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს.

ერთი თვის წინ მბაპემ ღიად აღიარა, რომ გასულ ზაფხულს „პსჟ-დან“ წასვლა და მადრიდის „რეალში“ გადასვლა სურდა, თუმცა პარიზელებმა არ გაუშვეს.