ავტორიზაცია

მძიმე ტრავმა - ცნობილი გახდა პოლ პოგბას დაბრუნების სავარაუდო დრო

მძიმე ტრავმა - ცნობილი გახდა პოლ პოგბას დაბრუნების სავარაუდო დრო
თარიღი 09 Nov 2021, 16:37

„მანჩესტერ იუნაიტედის“ და საფრანგეთის ნახევარმცველს, ეროვნული ნაკრების ვარჯიშზე მიღებული ტრავმის გამო, საკმაოდ დიდი დრო გაუცდება.

RMC Sport-ის ინფორმაციით, პოგბას ბარძაყის ტრავმის გამო 8-10 კვირა გაუცდება, რის გამოც ის თავის ნაკრებს ყაზახეთთან და ფინეთთან უახლოეს მატჩებში ვერ დაეხმარება.

აღსანიშნავია, რომ პოგბას ნაცვლად ნაკრებში დიდიე დეშამმა „რომას“ ნახევარმცველი ჟორდან ვერეტუ გამოიძახა.

მატჩი საფრანგეთი - ყაზახეთი 13 ნოემბერს, ხოლო ფინეთი - საფრანგეთი 16 ნოემბერს გაიმართება.

საფრანგეთის ნაკრები D ჯგუფს სათავეში 6 მატჩში მოპოვებული 12 ქულით უდგას.