ავტორიზაცია

ფიორენტინას ვლაჰოვიჩის გაყიდვა ორი გუნდიდან ერთ-ერთში სურს

ფიორენტინას ვლაჰოვიჩის გაყიდვა ორი გუნდიდან ერთ-ერთში სურს
თარიღი 09 ნოე 2021, 16:52

„ფიორენტინას“ ხელმძღვანელობა დუშან ვლაჰოვიჩის კონკურენტებთან გაშვების იდეით მოხიბლული არ არის.

Football Italia-ს ინფორმაციით, „იებს“ საკუთარი გუნდის ერთ-ერთი ლიდერის გაყიდვა საზღვარგარეთ ურჩევნია, კერძოდ „ტოტენჰემში“ ან „არსენალში“, რომლებმაც ფეხბურთელის მიმართ ინტერესი ბოლო პერიოდში გამოიჩინეს.

ვლაჰოვიჩს „ფიორენტინასთან“ კონტრაქტი 2023 წლის ივნისში ეწურება და მან უკვე განაცხადა, რომ გუნდთან ახალი ხელშეკრულების გაფორმებას არ აპირებს.

გასულ ზაფხულს, სერბი თავდამსხმელით „ატლეტიკო“ ინტერესდებოდა, თუმცა არ დათანხმდა იმხელა თანხის გადახდას, რამდენასც „ფიორენტინა“ ითხოვდა.

ახლა კი, „არსენალი“ მზადყოფნას გამოთქვამს, რომ გადაიხადოს ის 80 მილიონი ევრო ვლაჰოვიჩის სანაცვლოდ, რომელსაც „ფიორენტინა“ ითხოვს. ასევე, ფეხბურთელი მთავარ სატრანსფერო სამიზნედ „ტოტენჰემმა“ დაისახა, მას შემდეგ რაც გუნდი ანტონიო კონტემ ჩაიბარა.