ავტორიზაცია

რონალდუმ შესაძლოა მომდევნო ზაფხულს მანჩესტერ იუნაიტედი დატოვოს, თუ გუნდი ჩემპიონთა ლიგაზე ვერ გავა

რონალდუმ შესაძლოა მომდევნო ზაფხულს მანჩესტერ იუნაიტედი დატოვოს, თუ გუნდი ჩემპიონთა ლიგაზე ვერ გავა
თარიღი 09 ნოე 2021, 17:03

პორტუგალიელმა შემტევმა კრიშტიანუ რონალდუმ, „მანჩესტერ იუნაიტედი“ შესაძლოა მომავალ ზაფხულსვე დატოვოს, თუ გუნდი ამ სეზონის შედეგად ჩემპიონთა ლიგაზე ვერ გავა.

Daily Express-ის ინფორმაციით, რონალდუ „წითელი ეშმაკების“ წლევანდელი ამბიციებით ძალიან უკმაყოფილოა. 36 წლის პორტუგალიელს, კარიერის ბოლო წლების ევროპა ლიგაზე გატარება ნამდვილად არ სურს.

ამ ეტაპზე, „მანჩესტერ იუნაიტედი“ სატურნირო ცხრილში მე-6 ადგილს იკავებს 11 მატჩში მოპოვებული 17 ქულით.

შეგახსენებთ, რომ რონალდუ „ოლდ ტრაფორდზე“ გასულ ზაფხულს 12-წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა და 13 მატჩში 9 გოლის გატანა მოასწრო.