ავტორიზაცია

"სუარესის ცემასთან ვიყავი ახლოს, თუმცა შემდეგ გადავიფიქრე", - ევრა

"სუარესის ცემასთან ვიყავი ახლოს, თუმცა შემდეგ გადავიფიქრე", - ევრა
თარიღი 09 ნოე 2021, 18:50

"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილი მარცხენა მცველი, პატრის ევრა Diary of a CEO-ს პოდკასტში გამოტყდა, რომ ის ახლოს იყო ლუის სუარესზე თავდასხმის განხორციელებასთან.

"ერთხელ მე ვსეირნობდი მანჩესტერის ქუჩებში ჩემს ძმებთან ერთად და ერთ-ერთმა მათგანმა შეამჩნია სუარესი. მე მას ისე შევხედე, თითქოს ახლა ჩვენს შორის რაღაც ცუდი უნდა მომხდარიყო.

ლუისის უკან გამოჩნდნენ მისი ოჯახის წევრები, მეუღლე და შვილები, ამ ყველაფრის შემდეგ მე უბრალოდ გავბრუნდი და ძმებთან ერთად გავაგრძელე გზა. ამით ყველაფერი დასრულდა. 

არ მსურდა ურუგვაელი თავდამსხმელისთვის ტკივილის მიყენება მისი ოჯახის წევრების თვალწინ, ახლაც, რამდენიმე წლის შემდეგაც იგივე აზრზე ვარ", - განაცხადა ფრანგმა. 

შეგახსენებთ, რომ გასული დეკადის დასაწყისში, "ლივერპულის" ყოფილ ფორვარდსა და "წითელი ეშმაკების" ექს-ვინგბექს შორის მოხდა რასისტული სკანდალი, რომლის დროსაც ფეხბურთელებმა ერთმანეთს შეურაცხყოფა მიაყენეს,.