ავტორიზაცია

UFC-ი დოლიძისა და ჯოჯუას ბრძოლების შესახებ: "ქართველების ელიტაში აღზევების შანსი"

UFC-ი დოლიძისა და ჯოჯუას ბრძოლების შესახებ: "ქართველების ელიტაში აღზევების შანსი"
თარიღი 09 Nov 2021, 19:14

როგორც მოგეხსენებათ, UFC Fight Night: Holloway vs. Rodriguez-ის ღონისძიებაზე რომან დოლიძესა და ლიანა ჯოჯუას ვიხილავთ. ორგანიზაციის ოფიციალური ვებგვერდი ქართველების ბრძოლებს აღწერს შემდეგნაირად: 

"დოლიძეს კარიერაში აქვს ცხრა მოგება და ერთი მარცხი და ის UFC-ის ოქტაგონზე მეოთხედ გავა. სტაროპოლისთან ბრძოლის შემდეგ, მან დაიმსახურა გარკვეული კრიტიკა, მაგრამ რაც არ უნდა იყოს, ფაქტია, გამარჯვებული სწორედ ის გამოვიდა. 

დაუკაუსთან მოახლოებული ბრძოლა რომანისთვის დივიზიონის ელიტაში აღზევების ერთგვარი შესაძლებლობაა. აღსანიშნავია, რომ ორივე მათგანი ბრწყინვალე გრეპლერია. 

რაც შეეხება ჯოჯუას, მევერიკთან მარცხის შემდეგ, მან გამოიცვალა სავარჯიშო დარბაზი და ახლა მისი ხილვა Syndicate MMA-ში არის შესაძლებელი. ვნახოთ, რა პროგრესს მიაღწია ლიანამ ერთ წელიწადში".

შეგახსენებთ, რომ დოლიძისა და ჯოჯუას ბრძოლები გაიმართება შაბათს, 13 ნოემბერს, ჩვენი დროით 22:00 საათიდან. წარმატებები ვუსურვოთ ქართველ მებრძოლებს.