ავტორიზაცია

რა როლს თამაშობს მოურინიო სოლსკიაერის მანჩესტერში დარჩენის საკითხში?

რა როლს თამაშობს მოურინიო სოლსკიაერის მანჩესტერში დარჩენის საკითხში?
თარიღი 09 ნოე 2021, 22:45

ESPN-ის ცნობით, "მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელის, ოლე-გუნარ სოლსკიაერის ხელში ერთი კოზირი ჯერ კიდევ შემორჩენილია. საუბარია "ეშმაკუნების" გასახდელში არსებული ატმოსფეროს შესახებ.

წარუმატებლობის მიუხედავად, "მანკუნიანელებში" შეინიშნება გუნდურობა და ერთსულოვნება, რაც სწორედ ნორვეგიელი დამრიგებლის დამსახურებით არის მიღწეული.

"ოლდ ტრაფორდზე" თავკაცს ამ ყველაფერს უფასებენ, კონტრასტად კი თამაშობს ის სიტუაცია, რომელიც კლუბში ჟოზე მოურინიოსა და ლუი ვან გაალის დროს იყო.

აქედან გამომდინარე, "მანჩესტერის" ხელმძღვანელობა 48-წლის მწვრთნელის გათავისუფლებას არ ჩქარობს. შეგახსენებთ, "იუნაიტედის" სახელს ანტონიო კონტეს უკავშირებენ