ავტორიზაცია

კონტე: "ის, ვინც მე გუნდში მეძახის - ბანკს ძარცვავს"

კონტე: "ის, ვინც მე გუნდში მეძახის - ბანკს ძარცვავს"
თარიღი 10 ნოე 2021, 00:30

„ტოტენჰემის“ მთავარმა მწვრთნელმა, ანტონიო კონტემ, ლონდონურ გუნდში თავის ხელფასზე ისაუბრა.

როგორც პრესაში გავრცელდა ცნობები, ახალ გუნდში იტალიელი ხელფასის წლიური ანაზღაურება 18 მილიონ ევროს შეადგენს. პრემიერ ლიგაში ამაზე მეტს მხოლოდ პეპ გვარდიოლა და იურგენ კლოპი იღებენ.

„ჩემი ხელფასი - ძარცვაა? ვფიქრობ, ის ვინც გუნდში მეძახის, ბანკს ძარცვავს. სწორი მგონია, როცა ადამიანი საკუთარ საქმეს კარგად ასრულებ.

მე პირადად, ჩემ საქმეს უმაღლეს დონეზე ვასრულებ, ამიტომაც ასე ბევრს მიხდიან.

პრემიერ ლიგის ოთხეულში მოხვედრა ადვილი ამოცანა არ იქნება. ეს ძალიან რთული ტურნირია, მაგრამ მაქსიმალურად ბოლომდე დავიხარჯებით ყველა მატჩში როგორც აქ, ისე კონფერენც ლიგაზე.“ - ციტირებს კონტეს სიტყვებს Football Italia.