ავტორიზაცია

"თუ ასე გაგრძელდა შეუძლებელი იქნება", - რაზე ვერ თანხმებიან მილანი და ფრანკ კესიე?

"თუ ასე გაგრძელდა შეუძლებელი იქნება", - რაზე ვერ თანხმებიან მილანი და ფრანკ კესიე?
თარიღი 10 ნოე 2021, 00:33

„მილანის“ და ნახევარმცველის ფრანკ კესიეს მოლაპარაკებები ახალ კონტრაქტზე ძალიან რთულად მიმდინარეობს.

ავტორიტეტული ჟურნალისტისა და ინსაიდერის, ჯანლუკა დი მარციოს ინფორმაციით, მხარეები ფინანსურ საკითხზე ვერ თანხმდებიან.

„რთული მომენტია. რაც უფრო მეტი დრო გადის, მით უფრო რთული იქნება შეთანხმება. უთანხმოება ზედმეტად დიდია. „მილანმა“ წლიურად ჯერ 6 მილიონი ევრო შესთავაზა, შემდეგ კი 6.5 და სხვადასხვა ბონუსები.

პრობლემა ის არის, რომ ფეხბურთელის მხარე გაცილებით მეტს ითხოვს. კერძოდ, კესიეს წლიურად დაახლოებით 9 მილიონი ევროს მიღება სურს, რაც ძალიან დიდი მოთხოვნებია.

თუ ის თავის ფინანსურ მოთხოვნებს არ შეამცირებს, შეთანხმება უბრალოდ შეუძლებელი იქნება.“ - ციტირებს დი მარციოს სიტყვებს Sky Sport.

24 წლის ფეხბურთელს „როსონერისთან“ ხელშეკრულება სეზონის ბოლოს ეწურება და დიდი შანსია, მან „სან სირო“ სრულიად უფასოდ დატოვოს.