ავტორიზაცია

უახლოეს პერიოდში სტივენ ჯერარდმა პრემიერ ლიგის გუნდი უნდა ჩაიბაროს

უახლოეს პერიოდში სტივენ ჯერარდმა პრემიერ ლიგის გუნდი უნდა ჩაიბაროს
თარიღი 10 ნოე 2021, 01:13

შოტლანდიური „რეინჯერსის“ მთავარი მწვრთნელი, „ლივერპულის“ ლეგენდა სტივენ ჯერარდი უახლოეს პერიოდში პრემიერ ლიგის გუნდს ჩაიბარებს.

ამის შესახებ „ტვიტერის“ ოფიციალურ გვერდზე წერს გამოცემა The Economist-ის სპორტული განყოფილების უფროსი, ჰამიშ აზული.

ჟურნალისტის თქმით, ინგლისელი მწვრთნელი „ასტონ ვილაში“ უკვე ამ კვირაში დაინიშნება. ბირმინგემული კლუბისა და „რეინჯერსის“ მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზე იმყოფება.

საინტერესოა, რომ დიდი ალბათობით, „ასტონ ვილას“, რომელმაც რამდენიმე დღის წინ დინ სმიტი გაათავისუფლა, ჯერარდის სანაცვლოდ კომპენსაციის გადახდა მოუწევს.

ცნობისთვის, სტივი ჯი „ლომების“ ისტორიაში ყველაზე მაღალანაზღაურებადი მწვრთნელი გახდება, თუმცა ფინანსური დეტალები დაწვრილებით არ საჯაროვდება.

როგორც აზული ამბობს, ჯერარდის გადაწყვეტილებაში გადამწყვეტი „ასტონ ვილას“ მიერ შეთავაზებული ხელფასი ნამდვილად არ ყოფილა.

ჯერარდმა „რეინჯერსს“ შარშან დიდი წარმატება მოუტანა - გუნდმა 11 წლის შემდეგ პირველად „სელტიკის“ დომინაცია დაამხო და შოტლანდიის ჩემპიონი წაუგებლად გახდა.