"ამ გამოცდისთვის მზად არის", - ინიესტა ბარსელონას მთავარ მწვრთნელად ხავის დანიშვნას ეხმაურება
"ბარსელონას" ყოფილი ნახევარმცველი, ანდრეს ინიესტა, რომელიც ამჟამად იაპონური "ვისელ კობეს" ღირსებას იცავს, კატალონიური გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტზე ხავის დანიშვნას გამოეხმაურა.
"ხავი "ბარსელონას" იდეალურად შეეფერება, ნამდვილად. არა მხოლოდ იმიტომ, კლუბის შესახებ იცის, არამედ იმიტომაც, რომ ამისათვის მზად არის".
"ესაა ყველაზე მნიშვნელოვანი, არა მარტო იმიტომ, რასაც ხავი კლუბისთვის წარმოადგენს, არამედ იმიტომაც, რომ ის არის მწვრთნელი, რომელიც ამ გამოცდისთვის მზადაა".
"ყველაფერ საუკეთესოს ვუსურვებ მსოფლიოში და დარწმუნებული ვარ, გაუმკლავდება, რადგან ამ მომენტისთვის ემზადებოდა და ენთუზიაზმით უყურებს ამ გამოწვევას".
"ვიმედოვნებ, გარემოებები მისცემს წარმატების მიღწევის საშუალებას. ყველაფერ საუკეთესოს ვუსურვებ მას, როგორც თანაგუნდელს და რა თქმა უნდა, "ბარსასაც", - თქვა ინიესტამ Fuentealbilla-სთან ინტერვიუში.