ავტორიზაცია

ყველაფერი შეთანხმებულია - სტივენ ჯერარდი პრემიერ ლიგის გუნდში უახლოეს 24/48 საათში დაინიშნება

ყველაფერი შეთანხმებულია - სტივენ ჯერარდი პრემიერ ლიგის გუნდში უახლოეს 24/48 საათში დაინიშნება
თარიღი 10 ნოე 2021, 18:14

შოტლანდიური „რეინჯერსის“ მთავარი მწვრთნელი, სტივენ ჯერარდი უახლოეს პერიოდში ბირმინგემულ „ასტონ ვილას“ ჩაიბარებს.

გარიგების ყველა დეტალი შეთანხმებულია, როგორც Birmingham Live-ს ჟურნალისტი ეშლი პრისი იტყობინება.

41 წლის სპეციალისტი უახლოეს პერიოდში თავის შტაბს დააკომპლექტებს, მისი „ასტონ ვილაში“ მთავარ მწვრთნელად დანიშვნის შესახებ კი ოფიციალურად უახლოეს 24-48 საათში დადასტურდება.

Daily Record ამ ინფორმაციას ამდიდრებს და ამბობს, რომ ჯერარდის სანაცვლოდ „ასტონ ვილა“ „რეინჯერსს“ 2-3 მილიონ ფუნტს გადაუხდის. 

დიდი ალბათობით, სტივი ჯი „ასტონ ვილას“ ისტორიაში ყველაზე მაღალანაზღაურებადი მწვრთნელი გახდება.

2017-2018 წლებში ჯერარდი „ლივერპულში“ 19-წლამდელთა გუნდში მუშაობდა, 2018 წლიდან კი „რეინჯერსს“ წვრთნის და 2020/21-სეზონში გუნდი შოტლანდიის ჩემპიონიც გახადა.