"თუ არ გამოცდი მათ, ვერასდროს გაიგებ რა შეუძლიათ" - სანიოლი შვედეთთან მატჩის წინ
საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა შვედეთთან მატჩამდე პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებთან ისაუბრა.
"ვფიქრობ, ეროვნულ ნაკრებებს განახლება რაღაც ეტაპზე ყოველთვის სჭირდებათ, ამიტომ მივეცი ბოლო თვეებში ახალ ფეხბურთელებს თავის გამოჩენის შანსი. საქართველოს კარგი ფეხბურთელები ჰყავს ახალი თაობიდან. თუ არ გამოცდი მათ, ვერასდროს გაიგებ რა შეუძლიათ.
შვედეთთან პირველ მატჩში მართლაც ახლოს ვიყავით კარგ შედეგთან. ორივე გუნდს ჰქონდა გატანის შანსები, მხოლოდ მათ გამოიყენეს. ვფიქრობ, ჩემმა ფეხბურთელებმა მარტის შეხვედრებში ყველაფერი გაიღეს წარმატებისთვის. ვიყავი როგორც იმედგაცრუებული, ასევე ამაყი მარტით. მას შემდეგ ბევრი თვე გავიდა, მრავალი რამ შეიცვალა და ახლა სულ სხვა მატჩი იქნება ბათუმში, თუმცა მსგავსი მოტივაციით და ტაქტიკური დისციპლინით.
არცერთ ფეხბურთელს არ ჰქონია პრობლემა მატარებლით მგზავრობაზე, ყველა ბედნიერი იყო. მგზავრობის დროს ბევრ საინტერესო საკითხზე ვისაუბრეთ და ძალიან პოზიტიური მგზავრობა იყო," - განაცხადა ვილი სანიოლმა.
საქართველოსა და შვედეთის მატჩი 11 ნოემბერს, ბათუმში გაიმართება. შეხვედრა 21:00 საათზე დაიწყება.