ავტორიზაცია

აკრძალული სენდვიჩები, მაიონეზი და კეტჩუპი - კონტემ ტოტენჰემში ახალი მენიუ შეადგინა

აკრძალული სენდვიჩები, მაიონეზი და კეტჩუპი - კონტემ ტოტენჰემში ახალი მენიუ შეადგინა
თარიღი 10 Nov 2021, 18:18

ლონდონის „ტოტენჰემის“ ახალმა მთავარმა მწვრთნელმა, ანტონიო კონტემ, გუნდში გარკვეული აკრძალვები შემოიღო.

The Athletic-ის ინფორმაციით, ერთ-ერთი პირველი ვარჯიშის შემდეგ, იტალიელმა რამდენიმე ფეხბურთელს პირდაპირ უთხრა, რომ მათ ჭარბი ზონის პრობლემა აქვთ.

ამის შემდეგ, კონტემ აუცილებელი გუნდური სადილი შემოიღო. „დეზების“ ბაზაზე არსებული მენიუდან ამოიღეს მძიმე საკვები, სენდვიჩები, ასევე მწვრთნელმა აკრძალა კეტჩუიპი და მაიონეზიც.

ამიერიდან, ფეხბურთელებს უფრო ნაკლები წვენის დალევის საშუალებას მისცემენ, მათ საკვებში უფრო ნაკლები მზესუმრიზის და ნაღების კარაქი იქნება დამატებული.

ამ ყველაფერთან ერთად, კონტემ ფეხბურთელებს უფრო მეტი ხილის მიღებისკენ მოუწოდა.

საინტერესოა, რომ ანალოგიური აკრძალვები შეიტანა კონტემ თავის დროზე „ჩელსიშიც“ და ფაქტია, რომ ამან გუნდზე დადებითად იმოქმედა, რადგან მისმა შეგირდებმა პრემიერ ლიგა პირველივე წელს მოიგეს.