ავტორიზაცია

მიზეზი, რის გამოც ბარსელონა დანი ალვეშისთვის უარის თქმას აპირებს

მიზეზი, რის გამოც ბარსელონა დანი ალვეშისთვის უარის თქმას აპირებს
თარიღი 10 ნოე 2021, 18:21

კატალონიის „ბარსელონას“ ხელმძღვანელობას, გუნდში ვეტერანი დანი ალვეშის დაბრუნებაზე საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია.

როგორც ახლახანს გახდა ცნობილი, 38 წლის ფეხბურთელს, რომელიც ამჟამად უგუნდოდ იმყოფება, „ბარსელონაში“ სურს დაბრუნეაბ.

Diario Sport-ის ინფორმაციით, „ბარსა“ უფრო იმისკენ იხრება, რომ გამოცდილ ბრაზილიელს უარი უთხრას.

ლურჯ-ბროწეულისფერთა ბოსების მიიჩნევენ, რომ ეს დაუგეგმავი ტრანსფერი კლუბის სტრატეგიას ეწინააღმდეგება, რომელიც პირველ რიგში ხანგრძლივვადიან პერსპექტივაზე მუშაობას გულისხმობს.

დანი ალვეშის უკანასკნელი კლუბი „სან-პაულუ“ იყო, რომელიც მან სექტემბერში ვალების გამო დატოვა.