ავტორიზაცია

იუვენტუსმა რომას რემსის დამატება შესთავაზა და მზადაა ხელფასის დიდი ნაწილი თავად დაფაროს

იუვენტუსმა რომას რემსის დამატება შესთავაზა და მზადაა ხელფასის დიდი ნაწილი თავად დაფაროს
თარიღი 10 ნოე 2021, 18:35

ტურინის „იუვენტუსი“ გუნდის უელსელი ნახევარმცველის, აარონ რემსის გასხვისებას ცდილობს.

Calciomercato-ს ინფორმაციით, „ბებერმა სინიორამ“ რემსის დამატება უფასოდ შესთავაზა.

„იუვენტუსი“ „რომას“ რემსის უფასო იჯარით დამატებას სთავაზობს და თანაც, გუნდი მზადაა ფეხბურთელის ხელფასის 60%-ს გადახდა გააგრძელოს. 

შესაბამისად კლუბი, რომელიც რემსის იჯარით აყვანას დათანხმდება, კონტრაქტით დარჩენილ წელიწადნახევარში რემსის მხოლოდ 1.5 მილიონ ევროს გადაუხდის.

„იუვენტუსი“ აღარ აპირებს რემსისთვის შანსის მიცემას, რომელმაც იტალიის ჩემპიონატში თავის გამოჩენა ვერ მოახერხა. 

იმ შემთხვევაში, თუ მსურველი არ გამოჩნდა, რემსისთან კონტრაქტი გაწყდება და უელსელი ფეხბურთელი თავისთვის ახალ გუნდს თავისით მოიძიებს. არ გამოირიცხება პრემიერ ლიგაში დაბრუნების ვარიანტიც, სადაც ის წლების მანძილზე „არსენალში“ თამაშობდა.