ავტორიზაცია

"რთული მისაღები იყო", - არსენალის ვუნდერკინდმა გაიხსენა, როგორ დაიწუნეს ჩელსის სინჯებზე

"რთული მისაღები იყო", - არსენალის ვუნდერკინდმა გაიხსენა, როგორ დაიწუნეს ჩელსის სინჯებზე
თარიღი 10 ნოე 2021, 18:38

ლონდონის „არსენალის“ ნახევარმცველმა, ემილ სმიტ როუმ აღიარა, რომ შეიძლებოდა „ჩელსის“ ფეხბურთელი გამხდარიყო, თუმცა სინჯები ვერ გაიარა.

„არსენალში გადასვლამდე, „ჩელსიში“ ვიყავი სინჯებზე. იმდროისთვის, იქ სინჯებზე ჩემი თანაგუნდელი იმყოფებოდა და ჩემზეც თქვა ერთი-ორი სიტყვა.

არ ვიცი, როგორ მოახერხა ეს, მაგრამ „ჩელსიში“ შემოწმებაზე მართლაც მიმიღეს. თუმცა, კლუბმა არ ამიყვანა და ჩემთვის ამის მიღება რთული იყო.

მაშინ, უმალვე წავედი „არსენალში“, სადაც საბედნიეროდ ჩემი ირწმუნეს და ამიყვანეს. უკან არასდროს აღარ გამიხედავს.“ - ციტირებს ნახევარმცველის სიტყვებს Goal.com.

პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონში სმიტ როუმ 11 მატჩში მიიღო მონაწილეობა, რომელბშიც 4 გოლი და 2 საგოლე გადაცემა მიითვალა, რის შედეგადაც ის ინგლისის ნაკრებშიც გამოიძახეს.