ავტორიზაცია

ოფიციალურად: ვესტ ჰემის აქციების 27% ჩეხმა მილიარდერმა შეიძინა

ოფიციალურად: ვესტ ჰემის აქციების 27% ჩეხმა მილიარდერმა შეიძინა
თარიღი 10 Nov 2021, 18:41

„ვესტ ჰემმა“ ოფიციალურ გვერდზე დაადასტურა, რომ გუნდის აქციების 27% ჩეხურმა საინვესციტიო ჯგუფმა 1890s holdings-მა შეიძინა.

შეთანხმების თანახმად, ჯგუფის მეთაური მილიარდერი დანიელ კრშეტინსკი და მისი საქმიანი პარტნიორი პაველ ჰორსკი, ინგლისური გუნდის დირექტორთა საბჭოში შევლენ.

„მიხარია, რომ ეს გარიგება შედგა. ფეხბურთი მიყვარს. ვაფასებ და პატივს ვცემ „ვესტ ჰემ იუნაიტედის“ შესანიშნავ ისტორიას და ტრადიციებს და ასევე კლუბის ერთგულ და თავდადებულ ფან-დაჯგუფებას.

კლუბის განვითარება და ზრდა ბოლო წლებში ყველასთვის აშკარაა. მიხარია რომ ამ პროექტის ნაწილი გავხდი, რომელსაც დიდი მომავალი აქვს.“ - აღნიშნა კრშეტინსკიმ.

პრემიერ ლიგის ამ სეზონის 11 მატჩში „ვესტ ჰემმა“ 23 ქულა დააგროვა და მესამე ადგილს იკავებს.