ავტორიზაცია

ხავის დანიშნვის შემდეგ, ჰოლანდის ბარსელონაში გადასვლის შანსი გაიზარდა

ხავის დანიშნვის შემდეგ, ჰოლანდის ბარსელონაში გადასვლის შანსი გაიზარდა
თარიღი 10 ნოე 2021, 20:58

ხავის, რომელიც ძალიან მალე "ბარსელონას" უნდა ჩაუდგეს სათავეში, სურს, რომ კლუბის ხელმძღვანელობამ გუნდის შემადგენლობა სერიოზულად გააძლიეროს.

ასე და ამგვარად, როგორც El Nacional იტყობინება, 41 წლის სპეციალისტს "ლურჯ-ბროწეულისფერთა" რიგებში ერლინგ ჰოლანდის ("დორტმუნდი"), პოლ პოგბას ("მანჩესტერ იუნაიტედი"), დანი ოლმოსა ("ლაიფციგი") და ჟიულ კუნდეს ("სევილია") ხილვა უნდა.

"დორტმუნდის" ფორვარდი მთავარი სამიზნეა ხავისთვისაც და "ბარსას" პრეზიდენტ ჟოან ლაპორტასთვისაც. მომავალ ზაფხულს მისი შესყიდვა 75 მილიონ ევროდ იქნება შესაძლებელი. პოგბას "ემიუსთან" მოქმედი კონტრაქტის ვადა 2022 წლის ზაფხულში ეწურება და მხარეები ახალ ხელშეკრულებაზე ჯერ არ შეთანხმებულან.

შეგახსენებთ, რომ "ბარსელონას" გარდა, ჰოლანდის სახელს საკმაოდ აქტიურად უკავშირებენ მადრიდის "რეალს", "მანჩესტერ სიტისა" და "მანჩესტერ იუნაიტედს".