ავტორიზაცია

კონტეს კატეგორიულობა, რომელიც მას მანჩესტერის უარით და ტოტენჰემში დანიშნვით დაუჯდა

კონტეს კატეგორიულობა, რომელიც მას მანჩესტერის უარით და ტოტენჰემში დანიშნვით დაუჯდა
თარიღი 10 ნოე 2021, 21:03

Daily Star-ის მტკიცებით, "მანჩესტერ იუნაიტედისთვის" ანტონიო კონტე პრიორირეტული ვარიანტი არ ყოფილა. "წითელმა ეშმაკებმა" იტალიელი სპეციალისტის მოყვანა მისი რამდენიმე მოთხოვნის შემდეგ გადაიფიქრეს.

ტურინის "იუვენტუსის" ყოფილ ტაქტიკოსს ჰქონდა ასეთი ულტიმატუმი - 18 მილიონი ფუნტი სტერლინგი ყოველწლიური ხელფასის სახით, კონტრაქტი 2025 წლამდე.

სხვა - მთელი თავისი სამწვრთნელო შტაბის მოყვანა, გუნდის გადაწყობა თავის საყვარელ 3-5-2 ტაქტიკაზე და ინვესტიციები უკვე ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში.

ამის გარდა, "მანკუნიანელებს" ოლე-გუნარ სოლსკიაერისთვის კომპენსაციის გადახდით ხომ დამატებითი ხარჯი ექნებოდათ. ერთი სიტყვით, "ოლდ ტრაფორდზე" ჩათვალეს, რომ 52-წლის მწვრთნელის დანიშნვით, დამატებითი პრობლემები იქნებოდა.