ავტორიზაცია

მორატა: "იუვენტუსიდან რონალდუს წასვლის შემდეგ ყველა ჩვენგანზე ზეწოლა ხდება, განსაკუთრებით ჩემზე"

მორატა: "იუვენტუსიდან რონალდუს წასვლის შემდეგ ყველა ჩვენგანზე ზეწოლა ხდება, განსაკუთრებით ჩემზე"
თარიღი 11 Nov 2021, 11:55

"იუვენტუსის" ფორვარდმა, ალვარო მორატამ იმის შესახებ ისაუბრა, თუ რა გამოიწვია გასულ ზაფხულს თავდამსხმელ კრიშტიანუ რონალდუს ტურინული გრანდიდან "მანჩესტერ იუნაიტედში" გადასვლამ.

"რონალდუს წასვლის შემდეგ ყველა ჩვენგანზე ზეწოლა ხდება. ალბათ, განსაკუთრებით ჩემზე, რადგან იჯარით ვარ. თუმცა, როცა საკუთარი ბედნიერების მჭედელი ხარ, ერთადერთი, რისი გაკეთებაც შეგიძლია, შრომაა".

"თითქმის ერთი თვე გამოვტოვე და თავს კარგად ვერ ვგრძნობდი, რადგან ნაჩქარევად დავბრუნდი. გუნდის სასიკეთოდ ბევრი უნდა მემუშავა, მაგრამ გაუგებარ სიტუაციაში აღმოვჩნდი, რის გამოც 100 პროცენტით მზად ვერ ვიქნებოდი და გოლებსაც ვერ გავიტანდი".

"ბოლო მატჩებში მარცხენა ფლანგზე მაყენებდნენ, პრაქტიკულად გარემარბი ვიყავი. მაგრამ მთავარია - ვითამაშო და ვაკეთო ის, რასაც მწვრთნელი ამბობს".

"რა თქმა უნდა, უკეთ თამაშს ვისურვებდი, მეტის გატანას, მაგრამ ტრავმამდე ყველაფერი რიგზე იყო, შემდეგ კი გამოჯანმრთელებასთან დაკავშირებული სირთულეები შემექმნა", - ციტირებს მორატას სიტყვებს Daily Mail.

მიმდინარე სეზონში 29 წლის ესპანელმა ფორვარდმა "იუვეს" მასურით ყველა ტურნირზე ერთად 14 მატჩი ჩაატარა, 4 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა გააკეთა.