ავტორიზაცია

"ჩემი გამარჯვება სხვა ფეხბურთელებისთვის სტიმული იქნებოდა", - ჟორჟინიო ოქროს ბურთის შესახებ

"ჩემი გამარჯვება სხვა ფეხბურთელებისთვის სტიმული იქნებოდა", - ჟორჟინიო ოქროს ბურთის შესახებ
თარიღი 11 ნოე 2021, 14:40

ლონდონის "ჩელსის" ნახევარმცველმა, ჟორჟინიომ "ოქროს ბურთის" მოგებაზე თავისი შანსები შეაფასა.

"მე არ უნდა ვლაპარაკობდე იმაზე, უნდა მოვიგო თუ არა "ოქროს ბურთი", მაგრამ ეს სხვა ფეხბურთელთათვის სტიმული იქნებოდა. ამით შესაძლებელია იმის დამტკიცება, რომ მხოლოდ გოლებს არ ითვალისწინებენ".

"ამაზე დიდი იმედების დამყარება არ მინდა, მაგრამ თვალთმაქცობა იქნება იმის თქმა, რომ მოგებაზე არ ვფიქრობ. კარგი იქნება, ეს თუ მოხდება, თუმცა არც წინააღმდეგ შემთხვევაში დავიწუწუნებ".

"ღრუბლებში არ დავფრინავ და სხვა რამეზე ვარ კონცენტრირებული. უეფას ვერსიით წლის საუკეთესო ფეხბურთელად უკვე დავსახელდი", - ციტირებს იტალიის ნაკრების წევრის სიტყვებს AS.

29 წლის ნახევარმცველმა მიმდინარე სეზონში პრემიერ ლიგაში 10 მატჩი ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა. ჟორჟინიომ ამ წელს "სკუადრა აძურასთან" ერთად ევროპის ჩემპიონატი, ხოლო "ჩელსის" რიგებში ჩემპიონთა ლიგა მოიგო.