ავტორიზაცია

"ქართველებს დღევანდელ მატჩში გაუმართლათ" - შვედეთის ნაკრების მწვრთნელი

"ქართველებს დღევანდელ მატჩში გაუმართლათ" - შვედეთის ნაკრების მწვრთნელი
თარიღი 11 ნოე 2021, 23:18

შვედეთის ნაკრების მწვრთნელმა იანე ანდერსენმა საქართველოსთან(2-0) მარცხის შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

"პირველ ტაიმში კარგად ვითამაშეთ, 2-3 ძალიან კარგი მომენტი შევქმენით. თუ ვერ გაიტან, გაგიტანენ, ფეხბურთში ასეთი წესი მოქმედებს. ვულოცავ საქართველოს ნაკრებს გამარჯვებას.

ახლა ნამდვილად არ ვფიქრობ ქართველ ფეხბურთელებზე. თქვენი გუნდი კარგი, ტექნიკური ფეხბურთელებითაა დაკომპლექტებული. ვფიქრობ, ქართველებს დღევანდელ შეხვედრაში გაუმართლათ," - განაცხადა ანდერსენმა.

საქართველომ შვედეთი წლის ბოლო ოფიციალურ მატჩში 2-0 დაამარცხა. ორივე გოლი ხვიჩა კვარაცხელიამ გაიტანა.