ავტორიზაცია

"მოდრიჩი 36 წლისაა, კროოსი 30 წლის, კაზემიროც 30-ის ხდება", - მაკმანამანმა რეალს ახალი ნახევარმცველი ურჩია

"მოდრიჩი 36 წლისაა, კროოსი 30 წლის, კაზემიროც 30-ის ხდება", - მაკმანამანმა რეალს ახალი ნახევარმცველი ურჩია
თარიღი 12 ნოე 2021, 12:17

"რეალის" ყოფილი ფეხბურთელი, სტივ მაკმანამანი მიიჩნევს, რომ მადრიდულმა გრანდმა "მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევარმცველი, პოლ პოგბა უნდა დაიმატოს.

ცნობისთვის, 2022 წლის ზაფხულში 28 წლის ფრანგი სუპერვარსკვლავი თავისუფალი აგენტი ხდება.

"რეალმა" პოგბა უნდა იყიდოს. უფასოდ გადმოვა, ასე რომ რისკი დაბალია", - აცხადებს ინგლისელი ვეტერანი.

"გასათვალისწინებელია ის, თუ რა აქვს გუნდს. მათ 36 წლის ლუკა მოდრიჩი და 30 წლის ტონი კროოსი ჰყავთ. თებერვალში კაზემიროც 30 წლის ხდება. ამაზე ყურადღება გასამახვილებელია. რა თქმა უნდა, გუნდში და მასთან ახლოს სხვა ფეხბურთელებიც არიან. მაგრამ არა მგონია, პოგბას დამატება რთული იყოს".

"კარგად თამაშობს თუ არა ახლა? არა, რა თქმა უნდა. ამაზე საუბარი ადვილია. სუსტად გამოიყურებოდა, როცა "ლივერპულთან" შეხვედრაში მინდორზე შეცვლაზე შევიდა. "ატალანტას" წინააღმდეგ ნელა მოქმედებდა და ბევრი შეცდომა დაუშვა. "რეალში" გადასვლისთვის საკმარისად კარგ ფორმაში არ არის. მიუხედავად ამისა, წარსულში თავისი დონე უკვე გვაჩვენა, "იუვენტუსისა" და საფრანგეთის ნაკრების რიგებში".

"როგორც ჩანს, ცვლილებები მას სარგებელს მოუტანს. უფასოდ იქნება ხელმისაწვდომი, ამიტომაც ბევრი კლუბი ეცდება მის ხელში ჩაგდებას. არანაირი პრობლემა არ არის".

"არ ვიცი, შეუძლია თუ არა ამჟამინდელ "იუნაიტედს" პოგბას ძლიერი მხარეების გამოვლენა. მაგრამ "რეალში" ეს შესაძლებელია. მაშინაც კი, თუ იქ მბაპე და ერლინგ ჰოლანდი იქნებიან, ამ კომპანიაში პოგბა ნამდვილ სუპერვარსკვლავად მოგვევლინება", - დასძინა მაკმანამანმა.

მიმდინარე სეზონში პოგბამ "მანჩესტერ იუნაიტედის" მაისურით ყველა ტურნირზე ერთად 13 მატჩი ჩაატარა და 7 შედეგიანი პასი გააკეთა.