ავტორიზაცია

არსენალს ვლაჰოვიჩის ტრანსფერი პრაქტიკულად ჩაეშალა და იუვენტუსის ფეხბურთელზე გადაერთო

არსენალს ვლაჰოვიჩის ტრანსფერი პრაქტიკულად ჩაეშალა და იუვენტუსის ფეხბურთელზე გადაერთო
თარიღი 12 ნოე 2021, 12:34

ტურინის "იუვენტუსის" შემტევმა ნახევარმცველმა, დეიან კულუშევსკიმ შესაძლოა იტალიური გრანდის რიგები დატოვოს.

როგორც ცნობილი ჟურნალისტი, ჯანლუკა დი მარციო იტყობინება, იანვარში 21 წლის შვედი ფეხბურთელის ხელში ჩაგდებას "არსენალი" ეცდება.

"მეთოფეები" "ფიორენტინას" ფორვარდის, დუშან ვლაჰოვიჩის წარმომადგენლებს ვერ უთანხმდება, ეს უკანასკნელი სატელეფონო ზარებსაც კი არ პასსუხობს და ინგლისური კლუბის მენეჯერებთან შეხვედრა არ უნდა.

სწორედ ამიტომ, ლონდონელები "იუვენტუსის" ფეხბურთელზე ერთვებიან და მის ტრანსფერზე იწყებენ მუშაობას.

მიმდინარე სეზონში კულუშევსკიმ "ბებერი ქალბატონის" მაისურით ყველა ტურნირზე ერთად 15 მატჩი ჩაატარა, 1 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემაც მიითვალა.