ავტორიზაცია

"ის, რასაც ბოლო წლებში აკეთებს, გასაოცარია", - გენდუზიმ ოქროს ბურთის მოგების ფავორიტი დაასახელა

"ის, რასაც ბოლო წლებში აკეთებს, გასაოცარია", - გენდუზიმ ოქროს ბურთის მოგების ფავორიტი დაასახელა
თარიღი 12 ნოე 2021, 13:48

"არსენალის" ნახევარმცველმა, მატეო გენდუზიმ, რომელიც ამჟამად იჯარით "მარსელში" ირიცხება, "ოქროს ბურთის" მოგების ფავორიტი დაასახელა.

ასე და ამგვარად, 22 წლის ფეხბურთელს სურს, რომ აღნიშნული ჯილდო "რეალის" თავდამსხმელმა, კარიმ ბენზემამ მოიგოს.

"იმსახურებს თუ არა "ოქროს ბურთს" ბენზემა? ის გამორჩეულია. ვხედავთ, რას აკეთებს წლების მანძილზე. ის, რასაც "რეალში" აკეთებს, გასაოცარია", - ციტირებს გენდუზის სიტყვებს RMC Sport.

"აგრეთვე, საფრანგეთის ნაკრების თამაშში ბევრი რამ შეაქვს, ძალიან სასარგებლოა ჩვენთვის. გამარჯვებას ვუსურვებ. იმედი მაქვს, ამ წელს კარიმი გაიმარჯვებს", - დასძინა ფრანგმა ნახევარმცველმა.

ცნობისთვის, საფეხბურთო სამყაროში ყველაზე პრესტიჟული ინდივიდუალური ჯილდო 29 ნოემბერს, პარიზში გასამართ დაჯილდოების ცერემონიაზე გაიცემა.