"კომერციული საკითხები გვერდით უნდა გადადოს", - ფენერბაჰჩეს პრეზიდენტმა ოზილი გააკრიტიკა
თურქული "ფენერბაჰჩეს" პრეზიდენტმა, ალი კოჩმა გუნდის ნახევარმცველი, მესუთ ოზილი მკაცრად გააკრიტიკა.
"ამ სეზონის დაწყებიდან მესუთ ოზილს რობინ ვან პერსის ადარებდნენ", - ციტირებს სტამბულელთა ხელმძღვანელის სიტყვებს Goal.com.
"ოზილს უფრო ხშირად თამაში სურს. ამ მომენტიდან ფეხბურთზე უნდა მოახდინოს კონცენტრაცია და კომერციული ინტერესები გვერდით გადადოს. კლუბისთვის სარგებლის მოტანაზე უნდა იფიქროს".
"ჩვენმა მწვრთნელმაც უნდა სცადოს იმის გარკვევა, თუ როგორ მიიღოს ოზილისგან მაქსიმუმი. არანაირი პრობლემა არ არის, მიუხედავად მედიაში გავრცელებული სტატიებისა. მესუთი უკმაყოფილოა, რადგან რეგულარულად არ თამაშობს", - დასძინა კოჩმა.
მიმდინარე სეზონში 33 წლის ფეხბურთელმა "ფენერბაჰჩეს" მაისურით ყველა ტურნირზე ერთად 13 მატჩი ჩაატარა, 4 გოლი გაიტანა და ერთი შედეგიანი გადაცემაც გააკეთა.