ავტორიზაცია

ლინდელოფი რონალდუზე: "კარგი ადამიანია, ახალგაზრდებს ეხმარება და მხარს უჭერს"

ლინდელოფი რონალდუზე: "კარგი ადამიანია, ახალგაზრდებს ეხმარება და მხარს უჭერს"
თარიღი 12 ნოე 2021, 14:07

"მანჩესტერ იუნაიტედის" მცველმა, ვიქტორ ლინდელოფმა "ეშმაკუნების" რიგებში ფორვარდ კრიშტიანუ რონალდუს გადასვლაზე ისაუბრა.

"გუნდში გარემო არც ისე ძალიან შეცვლილა. ცხადია, მსოფლიო დონის ფეხბურთელი დავიმატეთ, რომელიც მნიშვნელოვან როლს თამაშობს მოედანზეც და მის ფარგლებს გარეთაც".

"ვფიქრობ, ასეთი მოთამაშის ყოლა კარგია. კარგი ადამიანია, რომელიც ბევრს ეხმარება ახალგაზრდა ფეხბურთელებს და მათ მხარს უჭერს", - თქვა შვედმა უკანახაზელმა.

მოგეხსენებათ, "ემიუმ" 36 წლის პორტუგალიელი სუპერვარსკვლავი მიმდინარე სეზონის დაწყების წინ "იუვენტუსიდან" 60 მილიონ ევროდ დაიმატა.

2021/22 წლების სეზონში რონალდუმ "ეშმაკუნების" მაისურით ყველა ტურნირზე ერთად 13 მატჩი ჩაატარა, 9 გოლი გაიტანა და 1 შედეგიანი პასი გააკეთა.