ავტორიზაცია

როგორც მოსალოდნელი იყო - სალაჰი პრემიერ ლიგაში თვის საუკეთესო გახდა

როგორც მოსალოდნელი იყო - სალაჰი პრემიერ ლიგაში თვის საუკეთესო გახდა
თარიღი 12 ნოე 2021, 16:28

ლივერპულის ფლანგის შემტევი მოჰამედ სალაჰი ოქტომბერში პრემიერ ლიგის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.

ამ ამბის აღსანიშნავად კომპანია Electronic Arts-მა FIFA 22 Ultimate Team-ში სალაჰის გაუმჯობესებული ბარატი გამოუშვა 92 რეიტინგით - მისი მოპოვება 9 დეკემბრის ჩათვლით იქნება შესაძლებელი.

გასულ თვეში სალაჰმა პრემიერ ლიგაში 4 მატჩი ჩაატარა, რომლებშიც 5 გოლი და 4 საგოლე გადაცემა მიითვალა.

ეგვიპტელმა „სიტის“ კარში დუბლი და ასისტი მიითვალა, ასევე გოლი + საგოლე პასი ჩაიწერა „უოტფორდთანაც“, შემდეგ გაილაღა „მან იუნაიტედთან“ (3 გოლი 1 ასისტი) და „ბრაიტონთან“ თვის ბოლო შეხვედრაში მხოლოდ ერთი საგოლე გადაცემით შემოიფარგლა.

სექტემბერში პრემიერ ლიგის საუკეთესო ფეხბურთელად კრიშტიანუ რონალდუ დასახელდა.