ავტორიზაცია

1966 წლის მსოფლიო ჩემპიონი გარდაიცვალა

1966 წლის მსოფლიო ჩემპიონი გარდაიცვალა
თარიღი 12 ნოე 2021, 16:32

87 წლის ასაკში გარდაიცვალა ინგლისის ნაკრებში 1966 წლის მსოფლიო ჩემპიონი, რონ ფლაუერსი. 

ამის შესახებ „ვულვერჰემპტონი“ „ტვიტერის“ ოფიციალურ გვერდზე წერს.

„დიდი მწუხარებით გატყობინებთ კლუბის ლეგენდის და ვიცე-პრეზიდენტის, რონ ფლაუერსის გარდაცვალებას.

გიგანტი მოედანზე და მის ფარგლებსგ არეთ. დღეს რონს ბევრი გაიხსენებს. ყველა ჩვენი ფიქრი და გონება იმასთან არის, ვისაც ის უყვარდა.“ - ნათქვამია განცხადებაში.

ფლაუერსმა „ვულვზში“ პრაქტიკულად მთელი კარიერა გაატარა, მის ანგარიშზე 467 მატჩი და 33 გოლი. „მგლების“ შემადგენლობაში ის სამჯერ გახდა ინგლისის ჩემპიონი.

ნაკრების მაისურით ფლაუერსი 1955-1966 წლებში თამაშობდა და 49 მატჩში 10 გოლი გაიტანა.