ავტორიზაცია

ლორისი: "ლევ იაშინის სახელობის ჯილდო მნიშვნელობით ოქროს ბურთს ვერ უტოლდება"

ლორისი: "ლევ იაშინის სახელობის ჯილდო მნიშვნელობით ოქროს ბურთს ვერ უტოლდება"
თარიღი 12 ნოე 2021, 17:23

„ტოტენჰემის“ და საფრანგეთის ნაკრების მეკარემ, უგო ლორისმა, ოქროს ბურთზე ისაუბრა.

„ყველას გვიყვარს შემტევი ფეხბურთი. ჯილდოები კი გოლების და ლამაზი ფინტების გამო გაიცემა.

2019 წელს ლევ იაშინის სახელობის პრიზი შემოიღეს, რომელიც წლის საუკეთესო მეკარეს გადასცემენ. თუმცა, ეს უბრალოდ ერთ-ერთი ვერსიაა. თავისი მნიშვნელობით ის „ოქროს ბურთს“ ვერ უტოლდება, თუმცა რაღაც აღიარება რომ არის უკვე კარგია.

გამიმართლა, რომ ორჯერ მოვხვდი ნომინანტებს შორის, თუმცა ეს პრიზი ჩემი მიზანი არასდროს ყოფილა.“ - აღნიშნა ლორისმა Le Parisien-თან ინტერვიუში.

2021 წელს ლევ იაშინის ჯილდოზე ნომინირებულები არიან: დონარუმა, ედერსონი, კურტუა, შმეიხელი, მენდი, ნავასი, მარტინესი, ნოიერი, ობლაკი და ჰანდანოვიჩი. გამარჯვებული 29 ნოემბერს პარიზში დასახელდება.