ავტორიზაცია

ზამთარში სიტი კეინის ვარიანტს მიუბრუნდება - რა შემთხვევაში დათანხმდება ტოტენჰემი გაყიდვას?

ზამთარში სიტი კეინის ვარიანტს მიუბრუნდება - რა შემთხვევაში დათანხმდება ტოტენჰემი გაყიდვას?
თარიღი 12 ნოე 2021, 18:13

„მანჩესტერ სიტი“ „ტოტენჰემის“ თავდამსხმელის ჰარი კეინის მიმართ ინტერესს ინარჩუნებს.

ESPN-ს ინფორმაციით, იანვარში მანჩესტერული კლუბი 28 წლის ფორვარდის შეძენას კიდევ ერთხელ შეეცდება.

„მან სიტის“ ჰქონდა იმედი, რომ „ტოტენჰემის“ პრეზიდენტის დანიელ ლევის პოზიცია შემსუბუქდება. თუმცა, ამაზე „ქალაქელები“ იქამდე ფიქრობდნენ, სანამ „დეზების“ მთავარ მწვრთნელად ანტონიო კონტე დაინიშნებოდა. ფეხბურთელთან დაახლოებული პირების ინფორმაციით, კეინი იტალიელი სპეციალისტის დაპატიჟებით ძალიან გახარებულია.

„სიტი ჰარის შეძენას შეეცდებოდა, კლუბისთვის რომ მიენიჭნებინათ, რომ ტრანსფერი შესაძლებელია. ზაფხულში „ტოტენჰემი“ კეინის სანაცვლოდ 150 მილიონ ფუნტს ითხოვდა და „მან სიტი“ ამდენის გადახდისთვის მზად არ არის.

„ტოტენჰემის“ მწვრთნელად დანიშვნამდე კონტეს გარანტია მისცეს, რომ შეუძლია კეინის იმედი ჰქონდეს. თუმცა, ერთ-ერთი გამოცემა ფიქრობს, რომ „უზარმაზარი სემოთავაზება“ ლევის გადააფიქრებინებს, რადგან „ტოტენჰემი“ კორონავირუსის პანდემიამ სერიოზულად დააზარალა. ამასთან, კლუბი ამტკიცებს, რომ კეინის შენარჩუნება კლუბს მინიმუმ სეზონის ბოლომდე მაინც ენდომება.