ავტორიზაცია

VIDEO: იტალიამ საკუთარ კედლებში შვეიცარიას ვერ მოუგო

თარიღი 13 ნოე 2021, 02:43

მსოფლიო საკვალიფიკაციო ეტაპზე ჯგუფის მე-7 თამაშში იტალიამ შინ შვეიცარიას უმასპინძლა.

შეხვედრა რომში სტადიო „ოლიმპიკოზე“ გაიმართა და ფრედ, 1:1 დასრულდა. 

მე-11 წუთზე შვეიცარიელები ვიდმერის გოლით დაწინაურდნენ, 36-ზე კი დი ლორენცომ ევროპის ჩემპიონები თამაშში დააბრუნა და ტაბლოზე ფრე დააფიქსირა.

ასეთი ანგარიში მატჩის ბოლო წუთებამდე შენარჩუნდა, როცა იტალიისთვის გამარჯვების მოტანა 90-ე წუთზე ჟორჟინიოს შეეძლო, თუმცა მან თავისი თერთმეტმეტრიანი კარს გადააცილა.

იტალია და შვეიცარია 7 მატჩის შემდეგ 15-15 ქულით პირველ-მეორე ადგილს იყოფენ, მესამე ადგილზე კი ჩრდილოეთ ირლანდიაა 8 ქულით.