ავტორიზაცია

"სახლში ვბრუნდები!", - დანი ალვეშის პირველი განცხადება ბარსელონაში დაბრუნების შემდეგ

"სახლში ვბრუნდები!", - დანი ალვეშის პირველი განცხადება ბარსელონაში დაბრუნების შემდეგ
თარიღი 13 ნოე 2021, 10:59

"ბარსელონაში" დაბრუნებულმა ბრაზილიელმა მცველმა, დანი ალვეშმა კატალონიური გრანდის გულშემატკივრებს მიმართა.

"თითქმის ხუთი წელი გიჟივით ვიბრძოდი, რათა ეს მომხდარიყო. არ მეგონა, ასეთი რთული თუ იქნებოდა დაბრუნება და ამდენი დრო დასჭირდებოდა, მაგრამ ჩემმა გულმა და სულმა იცოდა, რომ ეს დღე დადგებოდა".

"სახლში ვბრუნდები, საიდანაც არსად წავსულვარ. როგორც უკვე ვთქვი, ერთ-ერთი თქვენგანი ვარ. არ ვიცი, რამდენ ხანს გაგრძელდება ეს ოცნება, მაგრამ გზა მარადიული იქნება!".

"მალე შევხვდებით ჩემთვის ყველაზე მომხიბვლელ ადგილას. ისეთივე ენთუზიაზმი მექნება, როგორც პირველად და იგივე სურვილი, დავეხმარო კლუბს კვლავ გახდეს მსოფლიოში საუკეთესო! სახლში ვბრუნდები!", - წერს 38 წლის ბრაზილიელი სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, დანი "ბარსელონას" ღირსებას 2008 წლიდან 2016 წლამდე იცავდა. "ბლაუგრანასთან" ერთად მან ჩემპიონთა ლიგა (3-ჯერ), ლა ლიგა (5-ჯერ), ესპანეთის თასი და სუპერთასი (4-4-ჯერ) მოიგო.