ავტორიზაცია

ბაიერნის ექს-პრეზიდენტი პსჟ-ში მესისა და რამოსზე: "ეს ერთ წელიწადზე გათვლილი გეგმაა"

ბაიერნის ექს-პრეზიდენტი პსჟ-ში მესისა და რამოსზე: "ეს ერთ წელიწადზე გათვლილი გეგმაა"
თარიღი 13 ნოე 2021, 12:16

"ბაიერნის" საპატიო პრეზიდენტმა, ული ჰიონესმა ლიონელ მესისა და სერხიო რამოსის "პსჟ"-ში გადასვლის შესახებ ისაუბრა.

"ის, რაც ახლა პარიზში ხდება, ერთ წელზე გათვლილი გეგმაა. ყველაფერს, რაც გამაჩნია, არასოდეს ვდებ ერთ რამეზე, რათა ხალხი 1-2 წელი მილოცავდეს, შემდეგ კი ყველაფერი ჩემს ზურგს უკან დაიმსხვრეს".

"როცა ჩვენ ("ბაიერნი" - ავტ.) რაღაცას ვაკეთებთ, უნდა დავრწმუნდეთ, რომ ეს 3-4 წელზე გათვლილი უსაფრთხო გადაწყვეტილებაა. მნიშვნელოვანია, ყველაფერი ერთ მომენტში არ დაიშალოს", - ციტირებს ჰიონესის სიტყვებს Bayern & Germany.

შეგახსენებთ, პარიზულმა კლუბმა სეზონის დაწყების წინ 35 წლის ესპანელი მცველი და 34 წლის არგენტინელი თავდამსხმელი უფასოდ დაიმატა.

რამოსი 2005 წლიდან 2021 წლამდე "რეალის" ღირსებას იცავდა, ხოლო მესი 2003 წლიდან 2021 წლამდე "ბარსელონაში" ირიცხებოდა.