ავტორიზაცია

სატრანსფერო სია შედგენილია — 2-3 ფეხბურთელი, რომელთა ხილვაც შევჩენკოს თავის ახალ გუნდში სურს

სატრანსფერო სია შედგენილია — 2-3 ფეხბურთელი, რომელთა ხილვაც შევჩენკოს თავის ახალ გუნდში სურს
თარიღი 13 ნოე 2021, 12:31

"ჯენოას" ახალი მთავარი მწვრთნელი, ანდრეი შევჩენკო გუნდის შემადგენლობის გაძლიერებას გეგმავს.

ასე და ამგვარად, 45 წლის უკრაინელ სპეციალისტს ნახევარმცველისა და ფლანგის მცველის დამატება სურს.

შევჩენკოს მთავარი სატრანსფერო სამიზნეები სამუ კასტილეხო ("მილანი") და ვიტალი მიკოლენკო (კიევის "დინამო") არიან.

თუ გენუელები "როსონერიდან" კასტილეხოს გადაბირებას ვერ მოახერხებენ, მაშინ ალექსეი მირანჩუკის შეძენის ვარიანტს განიხილავენ. "ატალანტას" რუსი ნახევარმცველი ალტერნატიული ვარიანტია.

შეგახსენებთ, შევჩენკომ "ჯენოასთან" რამდენიმე დღის წინ 2023 წლამდე გათვლილ კონტრაქტს მოაწერა ხელი, თანამშრომლობის კიდევ ერთი სეზონით გაგრძელების შესაძლებლობით. მისი წლიური ანაზღაურება 1,8 მილიონი ევრო იქნება + ბონუსები.