ავტორიზაცია

"გიჟური თავდადებით მუშაობს", - ბარსელონას ფეხბურთელი, რომელმაც ხავი სასიამოვნოდ გააკვირვა

"გიჟური თავდადებით მუშაობს", - ბარსელონას ფეხბურთელი, რომელმაც ხავი სასიამოვნოდ გააკვირვა
თარიღი 13 ნოე 2021, 12:42

"ბარსელონას" მცველი, სამუელ უმტიტი გუნდის ახალი მთავარი მწვრთნელის, ხავის ნდობის მოპოვებას აპირებს.

27 წლის ფრანგის შრომამ ესპანელი სპეციალისტი გააკვირვა და ეს უკანასკნელი პატივს სცემს ფეხბურთელის მიერ გაღებულ ძალისხმევას.

"პირველი იწყებს მუშაობას და ამას თავისი ნებით აკეთებს. უმტიტი გიჟური თავდადებით ვარჯიშობს", - იუწყება  ESPN "ბარსას" გასახდელთან დაახლოებული წყაროზე დაყრდნობით.

უმტიტი ვარჯიშის დაწყებამდე ნახევარი საათით ადრე ხურდება. სამუელი სესიის დაწყებას სრულ მზადყოფნაში ხვდება. ეს ხავის შეუმჩნეველი არ დარჩენია.

ხუთშაბათს 41 წლის მწვრთნელი დანარჩენი ფეხბურთელების თვალწინ უმტიტისთან მივიდა და გაამხნევა, განაცხადა, რომ ფრანგი მის გეგმებში შედის.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე სეზონში უმტიტის "ბარსელონას" მაისურით ჯერ ერთი შეხვედრაც კი არ ჩაუტარებია.