ავტორიზაცია

"ტოტენჰემში გადასვლასთან ვიყავი ახლოს", - ობამეიანგმა აქამდე უცნობი ისტორია გაასაჯაროვა

"ტოტენჰემში გადასვლასთან ვიყავი ახლოს", - ობამეიანგმა აქამდე უცნობი ისტორია გაასაჯაროვა
თარიღი 13 ნოე 2021, 14:27

"არსენალის" თავდამსხმელმა, პიერ-ემერიკ ობამეიანგმა იმის შესახებ ისაუბრა, რომ სხვა ლონდონურ კლუბში გადასვლა შეეძლო - საუბარია "ტოტენჰემზე".

"არ ვიცი, იცით თუ არა, მაგრამ რამდენიმე წლის წინ "ტოტენჰემთან" კონტრაქტის გაფორმებასთან ვიყავი ახლოს. არ ვიცი, რა გააკეთეს არასწორად, მაგრამ ახლა "არსენალში" ვარ".

"მაშინ ჯერ კიდევ "სენტ ეტიენში" ვთამაშობდი. ლონდონში მიმიწვიეს, "ტოტენჰემის" სავარჯიშო ბაზაზე მივედი, გუნდის სტადიონს ვეწევიე, ყველაფერი ნორმალურად იყო, მაგრამ მომდევნო დღეს აღარავინ დამირეკა. არაუშავს, ახლა კმაყოფილი ვარ, ეს რომ არ მოხდა", - თქვა ობამეიანგმა Sky Sports-თან ინტერვიუში.

32 წლის გაბონელი "არსენალს" "დორტმუნდიდან" 2018 წლის იანვარში შეუერთდა. ობამეიანგს "მეთოფეთა" მაისურით 159 მატჩში აქვს ჩატარებული, 92 გოლი გატანილი და 21 საგოლე გადაცემა გაკეთებული.