ავტორიზაცია

ბრძოლა სტერლინგისთვის — ბარსელონას სიტის შემტევისთვის ბრძოლაში სერიოზული კონკურენტი გამოუჩნდა

ბრძოლა სტერლინგისთვის — ბარსელონას სიტის შემტევისთვის ბრძოლაში სერიოზული კონკურენტი გამოუჩნდა
თარიღი 13 ნოე 2021, 14:34

"მანჩესტერ სიტის" თავდამსხმელმა, რაჰიმ სტერლინგმა კარიერა შესაძლოა სხვა კლუბში გააგრძელოს, იტყობინება ბრიტანული მედია.

გავრცელებული ინფორმაციით, 26 წლის ინგლისელის "არსენალს" სურს, რომელიც მზად არის მისთვის ბრძოლაში "ბარსელონას" კონკურენცია გაუწიოს.

როგორც აღინიშნება, კატალონიურ გრანდს ფინანსურად ძალიან უჭირს, "მეთოფეთა" მთავარ მწვრთნელს, მიკელ არტეტას კი, რომელიც სტერლინგთან ერთად სწორედ "სიტიში" მუშაობდა, ფეხბურთელის თავისი გუნდის რიგებში ხილვა სურს.

აქამდე, სტერლინგმა "სიტისთან" ახალ კონტრაქტზე მოლაპარაკებები შეაჩერა, რადგან სურს დარწმუნებული იყოს იმაში, რომ სამომავლოდ კლუბში მნიშვნელოვანი როლი ექნება. მოქმედი ხელშეკრულების ვადა მას 2023 წელს ეწურება.

მიმდინარე სეზონში ინგლისელმა ყველა ტურნირზე ერთად "ქალაქელთა" რიგებში 15 მატჩი ჩაატარა, 2 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა გააკეთა. Transfermarkt-ის ვერსიით, სტერლინგის სატრანსფერო ღირებულება 90 მილიონ ევროს შეადგენს.