ავტორიზაცია

არსენალი ლაიფციგის ნახევარმცველით ინტერესდება

არსენალი ლაიფციგის ნახევარმცველით ინტერესდება
თარიღი 13 ნოე 2021, 14:54

"არსენალი" "ლაიფციგის" ნახევარმცველ ტაილერ ადამსით ინტერესდება, იტყობინება Bild.

ცნობილი გერმანული გამოცემის თანახმად, "მეთოფეები" 22 წლის ამერიკელის ზამთრის სატრანსფერო ბაზარზე დამატების ვარიანტს განიხილავენ.

როგორც აღინიშნება, "ლაიფციგის" ახალგაზრდა ფეხბურთელის გამოსასყიდი თანხა 40 მილიონ ევროს შეადგენს.

2021/22 წლების სეზონში ადამსმა 13 მატჩში მიიღო მონაწილეობა, თუმცა თავი შედეგიანობით არ გამოუჩენია. Transfermarkt-ის ვერსიით, მისი სატრანსფერო ფასი 20 მილიონია.