ავტორიზაცია

ბარსელონამ თვალი ზალცბურგის ახალგაზრდა თავდამსხმელს დაადგა

ბარსელონამ თვალი ზალცბურგის ახალგაზრდა თავდამსხმელს დაადგა
თარიღი 13 ნოე 2021, 15:00

"ბარსელონა" "ზალცბურგის" თავდამსხმელ კარიმ ადეიემით ინტერესდება იტყობინება, Sport1-ის ჟურნალისტი, ფლორიან პლეტენბერგი.

გავრცელებული ინფორმაციით, 19 წლის გერმანელთან მუშაობით პირადად კატალონიელთა ახალი მთავარი მწვრთნელი, ხავია დაინტერესებული.

როგორც აღინიშნება, ახალგაზრდა ფორვარდის აგენტმა "ლურჯ-ბროწეულისფერთა" ინტერესის შესახებ იცის და რამდენიმე კვირის წინ მოლაპარაკებების გასამართად ბარსელონაში ჩავიდა კიდეც.

მიუხედავად ამისა, ადეიემის ზოგიერთი თანაგუნდელი მიიჩნევს, რომ ფეხბურთელი კარიერას "დორტმუნდში" გააგრძელებს.

მიმდინარე სეზონში კარიმმა "ზალცბურგის" მაისურით ყველა ტურნირზე ერთად 22 მატჩი ჩაატარა, 15 გოლი გაიტანა და 2 საგოლე პასი გააკეთა. Transfermarkt-ის ვერსიით, მისი სატრანსფერო ფასი 20 მილიონ ევროს შეადგენს.