ავტორიზაცია

ლამპარდმა ნორვიჩის მთავარ მწვრთნელად დანიშვნა იუარა

ლამპარდმა ნორვიჩის მთავარ მწვრთნელად დანიშვნა იუარა
თარიღი 13 ნოე 2021, 15:06

"ჩელსის" ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, ფრენკ ლამპარდმა "ნორვიჩის" ჩაბარებაზე უარი განაცხადა.

აღნიშნულ ინფორმაციას გამოცემა The Times-ის ჟურნალისტი, გენრი ვინტერი ავრცელებს.

აქამდე გავრცელებული ინფორმაციით, 43 წლის სპეციალისტმა ინგლისურ კლუბთან მოლაპარაკებები გამართა და უახლოეს პერიოდში მხარეებს მისი დანიშვნის შესახებ ოფიციალური განცხადება უნდა გაეკეთებინათ.

ცნობისთვის, "ნორვიჩი" ამჟამად პრემიერ ლიგის სატურნირო ცხრილში 11 ტურის შემდეგ მოპოვებული 5 ქულით ბოლო ადგილს იკავებს.

«Норвич» занимает последнее место в турнирной таблице чемпионата Англии, набрав пять очков в 11 матчах.