ავტორიზაცია

მაჰრეზმა მანჩესტერ სიტის შესაძლოა იანვარში ტრანსფერზე დაყენება მოსთხოვოს

მაჰრეზმა მანჩესტერ სიტის შესაძლოა იანვარში ტრანსფერზე დაყენება მოსთხოვოს
თარიღი 13 ნოე 2021, 15:11

"მანჩესტერ სიტის" თავდამსხმელი, რიად მაჰრეზი კლუბის დატოვებაზე სერიოზულად ფიქრობს.

როგორც Manchester Evening News იტყობინება, 30 წლის ალჟირელმა შესაძლოა ტრანსფერზე დაყენება იანვარშივე მოითხოვოს.

მაჰრეზს მოქმედი ხელშეკრულების ვადა "ქალაქელებთან" 2023 წლის ზაფხულში ეწურება, მაგრამ მხარეებს გახანგრძლივებაზე მოლაპარაკებები ჯერ არ დაუწყიათ.

აღინიშნება, რომ მანჩესტერელთა შემტევს იმ გუნდში უნდა გადასვლა, სადაც სასტარტო შემადგენლობაში ადგილი გარანტირებული ექნება.

მიმდინარე სეზონში მაჰრეზმა ყველა ტურნირზე ერთად 15 მატჩი ჩაატარა, 8 გოლი გაიტანა და 2 შედეგიანი პასი გააკეთა.