ტოტენჰემი იუვენტუსის ნახევარმცველს უმიზნებს
"იუვენტუსის" ნახევარმცველმა, უესტონ მაკენიმ კარიერა შეიძლება ინგლისში გააგრძელოს, წერს ჟურნალისტი, ნიკოლო სკირა.
გავრცელებული ინფორმაციით, 23 წლის ამერიკელისთვის "ტოტენჰემი" იბრძვის. ლონდონელთა სპორტული დირექტორი, ფაბიო პარატიჩი ფეხბურთელს კარგად იცნობს - სწორედ მან გადაიბირა მაკენი ტურინულ კლუბში.
მიმდინარე სეზონში ახალგაზრდა ფეხბურთელმა "ბებერი ქალბატონის" მაისურით 13 მატჩი ჩაატარა და 2 გოლი გაიტანა.
Transfermarkt-ის ვერსიით, მაკენის სატრანსფერო ღირებულება ამჟამად 25 მილიონ ევროს შეადგენს.