ავტორიზაცია

სანამ ყველა ტოპ-კლუბი კბილებს ილესავს, დორტმუნდს ჰოლანდზე სულ სხვა გეგმები აქვს

სანამ ყველა ტოპ-კლუბი კბილებს ილესავს, დორტმუნდს ჰოლანდზე სულ სხვა გეგმები აქვს
თარიღი 13 ნოე 2021, 16:23

ბოლო პერიოდში ერლინგ ჰოლანდის მომავალი ძალიან სალაპარაკო და განსახილველი თემაა.

„ბორუსია დორტმუნდის“ ნორვეგიელი თავდამსხმელი ყველა წამყვან ტოპ-კლუბს სურს, თუმცა „ფუტკრები“ აკეთებენ ყველაფერს, რომ 2022 წლის ზაფხულში მთავარი ვარსკვლავის გუნდიდან წასვლა თავიდან აირიდონ.

ბუნდესლიგის გუნდი მზადაა, ფეხბურთელს წლიურად 18 მილიონი ევრო შესთავაზოს და შემადგენლობის ყველაზე მაღალანაზღაურებად მოთამაშედ აქციოს.

გერმანული გამოცემა BILD-ის ინფორმაციით, თუ შეთანხმება შედგა, ჰოლანდი „ბორუსიას“ ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი დიდი უპირატესობით გახდება, რადგან ამჟამად ასეთი სტატუსი მარკო როისს და მათს ჰუმელსს აქვთ, რომლებიც წლიურად 10-10 მილიონს იღებენ.

„დორტმუნდი“ იმედოვნებს, რომ ჰოლანდი ამ სარფიან შემოთავაზებას დათანხმდება და ისეთ მსურველებს, როგორებიც არიან „რეალი“, „ჩელსი“ და „სიტი“, ფეხბურთელის შესაძენად მინიმუმ 2023/24-სეზონამდე მოუწევთ ლოდინი.

ამჟამად, ნორვეგიელი მეგოლე ოქტომბერში „აიაქსთან“ მატჩში მიღებულ ტრავმას მკურნალობს და დიდი შანსია, წლის ბოლომდე მოედანზე ვეღარ გავიდეს.

ცნობისთვის, მოქმედი კონტრაქტით ზაფხულიდან ჰოლანდს გამოსასყიდი თანხა ექნება 75 მილიონი ევროს სახით.