ავტორიზაცია

რატომ თქვა ფრენკ ლამპარდმა ნორვიჩის გაწვრთნაზე უარი?

რატომ თქვა ფრენკ ლამპარდმა ნორვიჩის გაწვრთნაზე უარი?
თარიღი 13 ნოე 2021, 16:30

ბოლო პერიოდში იანვრიდან უმუშევრად მყოფ ფრენკ ლამპარდს პრემიერ ლიგაში დაბრუნებას უწინასწარმეტყველებდნენ.

„ნორვიჩის“ ხელმძღვანელობამ სეზონის წარუმატებელი სტარტის შემდეგ გუნდიდან დანიელ ფარკე გაათავისუფლა და მისი შეცვლის ერთ-ერთ კანდიდატად სწორედ ლამპარდი სახელდებოდა. „ჩელსის“ ლეგენდა იერარქიას პირადად გაესაუბრა, თუმცა კლუბი ფეხს ითრევდა და კონკრეტულად არ უთქვამს, სურთ თუ არა მისი მწვრთნელად ხილვა.

ამიტომ, მოვლენებს ლამპარდმა დაასწრო და თავად თქვა უარი „ნორვიჩის“ გაწვრთნაზე.

ინგლისელმა ექს-ფეხბურთელმა იცის, რომ ახალი სამსახური დიდი ყურადღებით უნდა აირჩიოს, გასულ ზაფხულს მისი „კრისტალ პალასთან“ მოლაპარაკებები ჩაიშალა, ხოლო რაც შეეხება „ნორვიჩს“, ამ გუნდს გავარდნა სერიოზულად ემუქრება და თუ ფრენკი მათ გადარჩენას ვერ შეძლებდა, „ჩელსის“ შემდეგ ამ გუნდში ჩაფლავებაც მის სამომავლო პერსპექტივებს დიდ დაღს დაასვამდა.

კარიერის ამ ეტაპზე, ლამპარდისთვის „ნორვიჩის“ სამსახური ზედმეტად დიდი რისკი იყო და მან ეს თავადაც კარგად იცის. შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში ის გუნდიდან იმ დროს გაუშვეს, როცა „ჩელსი“ პრემიერ ლიგაში მე-9 ადგილს იკავებდა, ის კი ინტერვიუში ამბობდა, რომ გუნდი ჯერ უმაღლესი მიზნებისთვის საბრძოლველად მზად არ იყო.

ლამპარდის ნაცვლად მოსულმა თომას ტუხელმა კი გუნდს პირველივე სეზონში ჩემპიონთა ლიგა მოაგებინა.