ავტორიზაცია

"ამას გიპასუხებთ ყველა ფეხბურთელი", - ალისონმა ისაუბრა, რა არის ამ სეზონში ლივერპულის მიზანი

"ამას გიპასუხებთ ყველა ფეხბურთელი", - ალისონმა ისაუბრა, რა არის ამ სეზონში ლივერპულის მიზანი
თარიღი 13 ნოე 2021, 17:39

„ლივერპულის“ მეკარემ ალისონ ბეკერმა, ამ სეზონის მიზნებზე ისაუბრა.

ბრაზილიელსი თქმით, „ლივერპულს“ ყველა ტურნირის მოგება სურს.

„ამ სეზონში „ლივერპული“ ყველაფრის მოგებას ეცდება. ყველა ტურნირზე მაქსიმალურ მიზნებს ვისახავთ. პრემიერ ლიგის, ჩემპიონთა ლიგის და ყველა თასის მოგება გვსურს. სხვანაირად ვერც ვიაზროვნებთ, მხოლოდ სრულყოფილებისკენ უნდა ვისწრაფოდეთ.

ჩვენნაირი გუნდი მხოლოდ უმაღლესი მწვერვალებისთვის უნდა იბრძოდეს, ასე გიპასუხებთ ნებისმიერი ფეხბურთელი. მატჩიდან მატჩამდე უნდა იარო, მოუმატო და მაქსიმალური კონცენტრაცია გამოიცინო.“ - აღნიშნა ბეკერმა.

ცნობისთვის, „ლივერპული" პრემიერ ლიგაში ამჟამად მე-4 ადგილს იკავებს, ჩემპიონთა ლიგაზე კი ჯგუფური ეტაპიდან უკვე ოფიციალურად პირველი ადგილით არის გასული.