» იხილე განახლებული ვებ-გვერდი

ჩემპიონთა ლიგა: მე-2 ტური - სამშაბათის მატჩების პრევიუ



Goal.Ge და ინტერნეტ ტოტალიზატორი iveriabet.com ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის დღევანდელი მატჩების ანონსს გთავაზობთ.

E ჯგუფი

"ცსკა" - "ბაიერნი" (20:00)

დღის ყველაზე ნაადრევი დაპირისპირება მოსკოვში შედგება, სადაც "ცსკა" მიუნხენის "ბაიერნს უმასპინძლებს. აღნიშნულ მატჩს წინ საინტერესო მოვლენები უძღოდა. გუშინ იმ სასტუმროში, სადაც ბავარიელები იყვნენ დაბინავებულები, სახანძრო განგაში ჩაირთო. რამდენიმე წუთში მთელი სასტუმრო დაიცალა. პაპარაცებმა დააფიქსირეს მიუნხენური გრანდის შეშინებული და გაოგნებული ფეხბურთელები. საკმაოდ სახალისო შედარებები გაუკეთეს არიენ რობენის ფოტოსაც, რომელიც მოჩვენებასავით იდგა პირსახოცშემოხვეული. არმიელებს ორი წამყვანი ფეხბურთელი: ვერნბლუმი და ძაგოევი დააკლდებათ დისკვალიფიკაციის გამო. ტრავმირებულები არიან ვიტინიო, პაჩენკო, ელმი და ცაუნია. რაც შეეხება "ბაიერნს", გერმანელების ლაზარეთში ალკანტარა, ბადშტუბერი, რიბერი, ხავი მარტინესი და შვაინშტაიგერი არიან. აღსანიშნავია, რომ ჯგუფური ეტაპის პირველი შეხვედრა 2 კვირის წინ "ცსკა"-მ "რომასთან" ჩაატარა და გამანადგურებელი ანგარიშით, 5:1 დამარცხდა. რუსებს საკუთარი გულშემატკივრების წინაშე რეაბილიტაცია სჭირდებათ.

"მანჩესტერ სიტი" - "რომა" (22:45) თამამად შეიძლება ითქვას, რომ "პსჟ"- "ბარსელონას" მატჩის შემდეგ დღეს სწორედ "სიტი" - "რომას" დაპირისპირებაა ყველაზე საინტერესო. რა თქმა უნდა, "სიტი" საკუთარ კედლებში ფავორიტია, მაგრამ "რომამ" ბოლო 10 მატჩიდან მხოლოდ 1 დაასრულა ფრედ, 9 კი მოიგო! ჯგუფური ეტაპის რიხიანად დაწყების შემდეგ რომაელებისგან დღესაც წარმატებას ელიან.

საინტერესო იქნება ეშლი კოულისა და ფრენკ ლამპარდის დაპირისპირება. მათ ერთად დიდხან ითამაშეს "ჩელსიში". ტრავმის გამო მასპინძლებს სამირ ნასრი დააკლდებათ, სტუმრებს კი ასტორი, დე როსი, კასტანი და სტროოტმანი. საეჭვოა 2 მანჩესტერელის: ნასტასიჩის და იოვეტიჩის თამაში. "ცსკა"-ს მსგავსად, "სიტის" ფეხბურთელებსაც რეაბილიტაცია სჭირდებათ "ბაიერნთან" პირველ ტურში მარცხის გამო.

F ჯგუფი

"პსჟ" - "ბარსელონა" (22:45)

ეჭვგარეშეა, დღის ცენტრალური შეხვედრა პარიზში გაიმართება. "პარი სენ ჟერმენის" და "ბარსელონას" დაპირისპირებას იტალიელი რეფერი, ნიკოლა რიცოლი განსჯის. გასულ სეზონში ეს გუნდები 2-ჯერ შეხვდნენ ერთმანეთს ჩემპიონთა ლიგაზე. პარიზში მატჩი 2:2 დასრულდა, ბარსელონაში კი 1:1. სტატისტიკა იმზე მიანიშნებს, რომ გამოკვეთილი ფავორიტი არ არსებობს, მაგრამ დღეს უპირატესობა კატალონიელებს ექნებათ, რადგან "პსჟ"-ს შესაძლოა ლავეცი, იბრაჰიმოვიჩი და ტიაგო სილვა დააკლდეს. პირველი მათგანის საკითხი უკვე გადაწყვეტილია, იბრას და სილვას თამაში კი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. დიდი შანსია იმის, რომ ვერც ერთმა მათგანმა ვერ შეძლოს დღეს მინდორზე გასვლა. "ბარსას" ტრავმირებული დუგლასი, მასიპი და რაფინია დააკლდება. აღსანიშნავია, რომ პარიზელებმა ბოლო 5 მატჩიდან 4 ფრედ დაასრულეს და მხოლოდ 1 მოიგეს, ისიც საფრანგეთის ჩემპიონატის აუტსაიდერ "კანთან". vin

"აპოელი" (ნიქოზია) - "აიაქსი" (22:45) "აპოელიც" და "აიაქსიც" მე-3 ადგილისთვის და ევროპა ლიგაზე ასპარეზობის გაგრძელებისთვის იბრძვიან. ძნელი გამოსაცნობი არ არის, რომ ამ გუნდებს შორის გამართულ ორივე მატჩს დიდი მნიშვნელობა აქვს.

"აპოელი" კვიპროსის ჩემპიონატში პირველ ადგილზეა, "აიაქსი" კი ჰოლანდიაში - მეორეზე, თუმცა ლიდერ "პსვ"-საც ამსტერდამელების მსგავსად, 15 ქულა აქვს. "აიაქსმა" პირველ ტურში "პსჟ"-სთან მნიშვნელოვანი 1 ქულა აიღო, რამაც ჰოლანდიელებს იმედი ჩაუსახა.

G ჯგუფი

"შალკე 04" - "მარიბორი" (22:45) პირველი ტურის შემდეგ G ჯგუფის 4-ვე გუნდს თითო ქულა აქვს. გელზენკირხენელებმა პირველი შეხვედრა სტუმრად ლონდონში, "ჩელსისთან" გამართეს და ფრედ, 1:1 დაასრულეს, "მარიობმა" კი "სპორტინგთან" გაიყო ქულები.

"შალკე" დღეს პირველი გამარჯვების მოპოვებას აპირებს. მითუმეტეს, "არისტოკრატებთან" შეხვედრამ დაგვანახა, რომ გერმანელებს ჯგუფში პირველი ადგილისთვის ბრძოლაც შეუძლიათ. ტრავმის გამო, მასპინძლებს სანტანა, გორეცკა და ფარფანი დააკლდებათ. სტუმრები უდანაკარგოდ ხვდებიან დღევანდელ ჯახს.

"სპორტინფი" - "ჩელსი" (22:45) ჟოზე მოურინიო სამშობლოში მხოლოდ და მხოლოდ 3 ქულისთვის ჩავიდა. "ჩელსი" ინგლისის პრემიერ ლიგის ერთპიროვნული ლიდერია 16 ქულით, "სპორტინგი" კი შედარებით მოკრძალებულ პორტუგალიის ჩემპიონატში მე-7 პოზიციას იკავებს.

ინგლისის პირველობის წინა ტურში "ჩელსიმ" გამანადგურებელი ანგარიშით (3:0) დაამარცხა "ასტონ ვილა". ლონდონელები დღევანდელ შეხვედრას კარგ განწყობაზე ხვდებიან. საინტერესოა, გაიტანს თუ არა დღეს გოლს ნანი. პორტუგალიელი შემტევი წლების მანძილზე "მანჩესტერ იუნაიტედში" თამაშობდა და არაერთხელ შეხვედრია "ჩელსის". ტრავმის გამო "სპორტინგს" დღეს რამი რაბია ვერ დაეხმარება. "ჩელსის" მხრიდან, საეჭვოა რამირესის თამაში.

H ჯგუფი

"ბატე" - "ბილბაო" (22:45)

ეს არის მატჩი, რომლის პროგნოზის გაკეთებაც ძალიან რთულია. "ბატე" ბელარუსიის ჩემპიონათში ბრწყინვალედ ასპარეზობს და 25 ტურის შემდეგ პირველ ადგილზეა, ბილბაოს "ატლეტიკი" კი პრიმერა დივიზიონში მე-16 ადგილს იკავებს. ბასკებებს ზუსტად იმდენივე ქულა აქვთ, რამდენიც გასავარდ ზონაში მყოფ "ელჩეს". მეორე მხრივ, ჯგუფური ეტაპის პირველი მატჩი "ბატემ" 6:0 წააგო "პორტუსთან", "ბილაბომ" კი 1:1 ითამაშა "შახტართან". ბელარუსელებს ბოლო 4 მატჩი არ მოუგიათ, "ბილბაოს" კი ბოლო 5! ტრავმის გამო, გუნდებს თითო-თითო მოთამაშე დააკლდებათ: ტუბიჩი ("ბატე"), აკეჩე ("ბილბაო").

"შახტარი" - "პორტო" (22:45) დონეცკის "შახტარი" უკრაინის ჩემპიონატში მე-2 პოზიციას იკავებს, "პორტო" კი მეორეა პორტუგალიის ლიგაში. როგორც ზემოთ მოგახსენეთ, პორტუგალიელებმა პირველ ტურში "ბატე" გაანადგურეს 6:0, მაგრამ მას შემდეგ გუნდმა 2 ფრე ითამაშა.

ტრავმის გამო, "შახტარის" შემადგენლობაში დღეს კრივცოვს ვერ ვიხილავთ. ასევე საეჭვოა კუჩერის თამაში. რაც შეეხებათ სტუმრებს, ისინი პასენსიას და კაზემიროს მოისაკლისებენ. ბომბარდირები: ბრაიმი (პორტო) - 3, ჟერვინიო (რომა) - 2, ტევესი (იუვენტუსი) - 2. მატჩების კოეფიციენტები იხილეთ აქ: iveriabet.com poster2

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

დამოუკიდებლობის დღეს, ბათუმის ახალ სტადიონზე საქართველოს ჰიმნი აჟღერდა [VIDEO]

26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს.

დღეს, 05:11

არც მბაპე, არც ნეიმარი, არც კავანი - ვეტერანმა ბრაზილიელმა პსჟ-ს საუკეთესო მოთამაშე დაასახელა

ვეტერანმა ბრაზილიელმა ფეხბურთელმა პაულო ცეზარმა "პსჟ"-ს საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა.

დღეს, 05:09

მბაპე: "ლივერპული მანქანაა"

თანამედროვეობის ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელი კილიან მბაპე "ლივერპულს" აქებს.

დღეს, 05:01

ფლიკმა გვარდიოლას რეკორდი გაიმეორა

მიუნხელელთა მთავარმა მწვრთნელმა ჰანსი ფლიკმა ამ შეხვედრაში რეკორდიც დაამყარა.

დღეს, 04:58

მბაპე: "კარიერაში 2 რამის მოგება მსურს"

"პსჟ"-ს ფრანგი ლიდერი კილიან მბაპე თავის მიზნებზე საუბრობს და საინტერესო კომენტარს აკეთებს.

დღეს, 04:56

როგორი იყო მონაკოს შემადგენლობა, როცა ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავიდა?

ზუსტად 16 წლის წინ, ჩემპიონთა ლიგის ფინალში ერთმანეთს "მონაკო" და "პორტო" დაუპირისპირდნენ.

დღეს, 04:44

ფლიკი: "კარგია, რომ უკვე ჩემპიონობაზე საუბრობთ"

გუშინდელი მატჩის შემდეგ კომენტარი "ბაიერნის" მთავარმა მწვრთნელმა ჰანსი ფლიკმა გააკეთა.

დღეს, 03:42

დორტმუნდის მწვრთნელი: "ფრეს მაინც ვიმსახურებდით, ტიტულის მოგება გაჭირდება"

ტურის ცენტრალურ მატჩში მიუნხენის "ბაიერნმა" ზუსტად "დორტმუნდი" 0:1 დაამარცხა.

დღეს, 03:30

სერია ა-მ ჩემპიონატის განახლების თარიღი და მატჩები დაამტკიცა

სერია ა-მ სეზონის განახლებასთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება გააკეთა.

გუშინ, 23:49

ზიდანმა რეინიერი უპრაქტიკობისგან იხსნა

„კასტილიას“ ახალგაზრდა შემტევი, რეინიერ ჟესუსი, მადრიდის „რეალის“ პირველ გუნდთან ერთად ივარჯიშებს.

გუშინ, 23:45

"გამოიცანით, ვინ არის?", - გრიზმანმა ვარცხნილობა შეიცვალა [ფოტოები]

„ბარსელონას“ შემტევი, ანტუან გრიზმანი, ვარჯიშზე საინტერესო ვარცხნილობით გამოცხადდა.

გუშინ, 23:40

"ფეხბურთი მზად არ არის", - ბარსელონამ მესის ვარჯიშის ვიდეო გამოაქვეყნა [VIDEO]

„ბარსელონას“ პრესსამსახურმა ვარჯიშის ფრაგმენტი გამოაქვეყნა, რომელზეც ლიონელ მესი თავის შესაძლებლობებს დემონსტრირებს.

გუშინ, 23:36

კორონავირუსით დაინფიცირება პრემიერ ლიგის მორიგმა ფეხბურთელმა თავად დაადასტურა

ინგლისური „ბორნმუთის“ მეკარემ, არონ რემსდეილმა, კორონავირუსით დაინფიცირება თავადვე დაადასტურა.

გუშინ, 23:32

ლა ლიგამ დაადასტურა, თუ როგორ აპირებს უმაყურებლო სტადიონებზე სიჩუმის აღმოფხვრას

ესპანეთის ჩემპიონატის ხელმძღვანელობა, ტრიბუნებზე გულშემატკივართა არყოფნას ორიგინალურად შეავსებს.

გუშინ, 23:26

კიმიხი: "მატჩამდე გვითხრეს, რომ ბიურკის ასეთ რამ ახასიათებდა - კარიერის საუკეთესო გოლი გავიტანე"

„ბაიერნის“ მცველმა, ჯოშუა კიმიხმა, „ბორუსიასთან“ გატანილი ულამაზესი გოლი შეაფასა.

გუშინ, 23:21

დიტერ ფლიკმა გვარდიოლას ლეგენდარული რეკორდი გაიმეორა

ბუნდესლიგის 28-ე ტურში დორტმუნდის „ბორუსიას“ ძლევით, „ბაიერნის“ მწვრთნელი ისტორიაში შევიდა.

გუშინ, 22:46

VIDEO: საკამათო ეპიზოდი - უნდა დანიშნულიყო თუ არა პენალტი ბაიერნის კარში?

მიუნხენის „ბაიერნმა“ „სიგნალ იდუნა პარკზე“ მინიმალურად (0:1) იმარჯვა.

გუშინ, 22:40

დორტმუნდი 0:10 ბაიერნი

ბუნდესლიგის 28-ე ტურში დორტმუნდის „ბორუსია“ საკუთარ კედლებში მიუნხენის „ბაიერნთან“ დამარცხდა.

გუშინ, 22:34

ერლინგ ჰოლანდი ბაიერნთან შეხვედრაში დაშავდა

"დორტმუნდის" ფორვარდმა, ერლინგ ჰოლანდმა ბუნდესლიგის 28-ე ტურში "ბაიერნთან" გამართულ მატჩში ტრავმა მიიღო.

გუშინ, 22:34

გვილიას ულამაზესი გოლი - ლეგია ნახევარფინალშია [VIDEO]

პოლონეთის თასის 1/4 ფინალში ერთმანეთს "ლეგნიცა" და "ლეგია" დაუპირისპირდნენ.

გუშინ, 22:29

მინიმალური გამარჯვება დერ კლასიკერში - ბაიერნი ცხრილში კიდევ უფრო წინ გაიჭრა [VIDEO]

ბუნდესლიგის 28-ე ტურის ცენტრალურ შეხვედრაში დორტმუნდის „ბორუსიამ“ მიუნხენის „ბაიერნს“ უმასპინძლა.

გუშინ, 22:22

"როი კინის მენტალიტეტი არ აქვს",- შერინგემის აზრით, მანჩესტერმა პოგბა უნდა გაყიდოს

"მანჩესტერ იუნაიტედის" ექს-თავდამსხმელი მიიჩნევს, რომ კლუბი ნახევარმცველ პოლ პოგბას უნდა შეელიოს.

გუშინ, 22:16

სიმეონეს სასურველ ფეხბურთელს ფასი დაადეს

"ატლეტიკოს" მთავარმა მწვრთნელმა, დიეგო სიმეონემ სერია ა-ში სასურველი ფეხბურთელი შეარჩია.

გუშინ, 22:05

გოლი და ბრწყინვალე ასისტი - ბუდუს უნგრეთში კორონას შემდეგაც ვერ აჩერებენ [VIDEO]

უნგრეთის თასის ნახევარფინალში ერთმანეთს "მოლ ფეჰერვარი" და "მეზოკოვეშდი" დაუპირისპირდნენ.

გუშინ, 21:45

"ყველაფერი რიგზეა", - მანჩესტერ იუნაიტედში კარგი სიახლეებია

"მანჩესტერ იუნაიტედის" მწვრთნელმა, ოლე-გუნარ სოლსკიაერმა ვარჯიშების განახლებაზე ისაუბრა.

გუშინ, 21:42

"ამ ეტაპზე, პსჟ-ში საუკეთესო მარკინიოსია", - კლუბის ექს-ფეხბურთელი

"პსჟ"-ს ექს-ფეხბურთელმა, პაულო სეზარმა საკმაოდ საინტერესო განცხადება გააკეთა.

გუშინ, 21:38

იუვენტუსმა ბარსელონას სასურველი ფეხბურთელი დაუსახელა

"ბარსელონა" "იუვენტუსის" ნახევარმცველ მირალემ პიანიჩის ხელში ჩაგდებას სხვადასხვა გზით ცდილობს.

გუშინ, 21:31

400! - ნოიერი ბუნდესლიგის ისტორიაში შევიდა

"ბაიერნის" მეკარე, მანუელ ნოიერი გერმანიის ჩემპიონატის ისტორიაში შევიდა.

გუშინ, 21:26

ფოტო: რონალდუს ახალი უჩვეულო ვარცხნილობა

"იუვენტუსისა" და პორტუგალიის ნაკრების შემტვემა, კრიშტიანუ რონალდუმ იმიჯი შეიცვალა.

გუშინ, 21:22

კიმიხის გენიალური გოლი დორტმუნდის კარში [VIDEO]

„სიგნალ იდუნა პარკზე“ ბუნდესლიგის 28-ე ტურის ცენტრალური მატჩი მიმდინარეობს.

გუშინ, 21:21
i

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10